თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria Hotel-ში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – „ექთნებისა და მეანი-ექთნების პროფესიული განვითარების ეროვნული ეკოსისტემა საქართველოში“, რომელიც მიეძღვნა უწყვეტი პროფესიული განათლების (CPD) სისტემის განვითარებას, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას და ჯანდაცვის სფეროში ციფრული ინოვაციების დანერგვას.
კონფერენცია ორგანიზებული იყო ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანების (UNG), Digital Knowledge (იაპონია), Vexon International (იაპონია) და Temos International Healthcare Accreditation – საქართველოს ოფისის მიერ.
ღონისძიება გახსნა ია გელენიძემ, UNG-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. მისასალმებელი სიტყვები წარმოუდგინეს:
• Silvio Domente, WHO-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი;
• ირაკლი ნატროშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი;
• საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები;
• Japan International Cooperation Agency-ის წარმომადგენლები.
კონფერენციის სესიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მათ შორის Tomas Roubal (WHO), Kenji Ichimura (Vexon International, Japan) და Yoshihiro Gyoda (Digital Knowledge, Japan), რომლებმაც წარმოადგინეს E-MCH Handbook და ICT-ზე დაფუძნებული საექთნო ტრენინგ-სისტემის ინოვაციური შესაძლებლობები.
სესიების მთავარი თემები იყო:
• ექთნებისა და მეანი-ექთნების უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) ეროვნული სისტემა;
• აკადემიური განათლებისა და კლინიკური პრაქტიკის ინტეგრაცია;
• ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ჯანდაცვის სფეროში;
• ადამიანური კაპიტალის კარიერული განვითარებისა და KPI ინდიკატორები.
პანელურ დისკუსიაში განხილული იქნა სამი მიმართულება: პოლიტიკა და რეგულაცია, პროფესიული კომპეტენციების განვითარება, ციფრული სწავლება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. კონფერენცია გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ინსტიტუციური თანამშრომლობისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ექთნებისა და მეანი-ექთნების პროფესიული განვითარების მდგრად სისტემას.