GEO ENG RU
  • GEO
  • ENG
  • RU
ხელმძღვანელის მიმართვა

ექთნობისა და მეანობის სისტემური განვითარება საქართველოში ლიდერის მიმართვა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეროვნული ტრანსფორმაციის გზაზე

პროფესია, რომელიც განსაზღვრავს სისტემის ხარისხს

 

ექთნები და მეანი-ექთნები წარმოადგენენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფს და პაციენტთან ზრუნვის უწყვეტობის მთავარ გარანტს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ექთნობისა და მეანობის გაძლიერება არის პაციენტის უსაფრთხოების, ხარისხიანი მომსახურებისა და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის ფუნდამენტური წინაპირობა. საქართველო ამ პროცესში დგას ისტორიულად მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებები ქმნის შესაძლებლობას ექთნობისა და მეანობის პროფესიის სისტემური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და გრძელვადიანი ტრანსფორმაციისთვის.


მიღწევების ქრონოლოგია:

საფუძველი პროფესიული სისტემის გაძლიერებისთვის ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მათ შორის:

•    ექთნებისა და მეანების პროფესიული რეგისტრაციისა და რე-სერტიფიცირების სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება;

•    უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD/CE) ინსტიტუციური აღიარება;

•    პროფესიული პასუხისმგებლობებისა და პრაქტიკის სტანდარტების გადახედვის პროცესი;

•    თანამშრომლობის გაძლიერება საერთაშორისო ორგანიზაციებთან (WHO, EFN, IESC და სხვა). ა(ა)იპ „ექთანთა გაერთიანება“ აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობს როგორც პროფესიული ექსპერტიზის მქონე ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პრაქტიკასა და პოლიტიკას შორის კავშირს.


არსებული მდგომარეობა: მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზი

ეროვნული და საერთაშორისო კვლევები მიუთითებს შემდეგ ძირითად მახასიათებლებზე:

  • საექთნო განათლების დუალური სისტემა — შეზღუდული რაოდენობის ბაკალავრიატი და დომინანტური პროფესიული პროგრამები;
  • ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა დაბალი მაჩვენებელი;
  • პროფესიული კატეგორიზაციისა და კარიერული განვითარების არაერთგვაროვანი პრაქტიკა;
  • ანაზღაურების მოდელები, რომლებიც უმეტესად არ არის მიბმული ხარისხსა და შედეგებზე.

ეს გამოწვევები ასახულია WHO Europe-ის, EFN-ისა და IESC-ის ანალიტიკურ დოკუმენტებში და ქმნის რეფორმის აუცილებლობის მყარ საფუძველს.


მიმდინარე ეროვნული პროცესი:

მარეგულირებელი დიალოგი და საერთაშორისო კონსულტაციები დღეს საქართველოში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მარეგულირებელ ინსტიტუტებთან და ფართო კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებთან, საექთნო და მეანი-ექთნების პროფესიული კატეგორიზაციის, ხარისხის პრაქტიკის ინდიკატორების (QPI), პრაქტიკის სტანდარტების აღსრულებისა და შესრულების ინდიკატორების (KPI), ასევე პროფესიონალთა კარიერული განვითარების, კატეგორიებზე დაფუძნებული წინსვლისა და QPI/KPI ინდიკატორებზე დაფუძნებული ეროვნული სახელფასო პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მიმართულებით. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის სისტემურ ძალისხმევას, რომლის მიზანია ექთნობისა და მეანობის პროფესიის ხარისხობრივი გაძლიერება, პროფესიული პასუხისმგებლობის გამჭვირვალე განსაზღვრა და ჯანდაცვის სისტემაში შედეგებზე ორიენტირებული მართვის დანერგვა.

ა(ა)იპ „ექთანთა გაერთიანება“, დარგის ექსპერტებთან და პროფესიულ ლიდერებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში, უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს და საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრაციას ეროვნულ კონტექსტში.


სტრატეგიული ჩარჩოს ფორმირება:

მტკიცებულებები და საერთაშორისო პრაქტიკა მარეგულირებელი განვითარების პროცესის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს ეროვნული სტრატეგიული ჩარჩოს ფორმირება, რომელიც მოიცავს: საექთნო და მეანი-ექთნების პროფესიულ კატეგორიზაციას კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით;

  • ხარისხის პრაქტიკის ინდიკატორების (QPI) ეროვნულ ჩარჩოს;
  • პრაქტიკის სტანდარტების შესრულებისა და აღსრულების ინდიკატორებს (KPI);
  • კარიერული განვითარების მრავალსაფეხურიან მოდელს;
  • QPI/KPI-ზე დაფუძნებული სამართლიანი და მოტივაციური სახელფასო პოლიტიკის პრინციპებს;
  • ეტაპობრივ („Soft Landing“) გარდამავალ მექანიზმებს მოქმედი პროფესიონალებისთვის.

გამოწვევები, პასუხისმგებლობა და კოლექტიური მოქმედება

 

ჩვენ წინაშე ახალი, უფრო რთული გამოწვევები იჩენს თავს 2026 წლიდან. თითოეული ჩვენთაგანი - საექთნო და მეანი-ექთნების პროფესიის წარმომადგენელი, მარეგულირებელი ინსტიტუტი, ჯანდაცვის ორგანიზაცია, დამსაქმებელი ან სხვა დაინტერესებული მხარე - ვალდებულია ვიმოქმედოთ ეფექტურად და განვავითაროთ საყოველთაო პასუხისმგებლობის გრძნობა.

  • ამ ერთობლივი მიდგომის გარეშე შეუძლებელია:
  • პროფესიის სისტემური გაძლიერება;
  • ხარისხიანი მოვლის სტანდარტების დაცვა; ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა;
  • ეთიკური და გამჭვირვალე პროფესიული მართვა.

ეს არის მოწოდება თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ინტეგრაციისთვის, რათა შევქმნათ თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებული ჯანდაცვის პროფესიული ეკოსისტემა.


დასკვნა

ექთნები და მეანი-ექთნები არიან ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტი.
მათი გაძლიერება ნიშნავს უსაფრთხოებას, ხარისხს და მდგრადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას.


გამოყენებული წყაროები

WHO Europe (2024); EFN (2023); IESC (2025); EU Directive 2013/55/EU; Tsintsadze et al. (2024)

 

ია გელენიძე
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
ა(ა)იპ „ექთანთა გაერთიანება“
(Union of Nurses)