ბაზებივებ-გვერდის ლინკიგაგუას კლინიკა
გაგუას კლინიკა დაარსდა 1996 წელს, იყო პირველი კერძო სამშობიარო კლინიკა ქვეყნის მასშტაბით, იმ დროისთვის, როდესაც საქართველოს მოსახლეობისთვის ფაქტიურად არ არსებობდა სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობა. დაარსების დღიდან დღემდე, მთავარი მიზანია კლინიკის მყუდრო, ოჯახურ გარემოში პაციენტებმა მიიღონ მაღალი დონის სამედიცინო სერვისი. მუდმივი ზრუნვა პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისათვის კლინიკის განვითარების ეტაპებზე ტრადიციად იქცა.
ვებ-გვერდის ლინკინიუ ჰოსპიტალსი
ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 264 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს.
ვებ-გვერდის ლინკი"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი"
მსოფლიო დონის ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება, გთავაზობთ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებასა და პერსონალიზებული მედიცინის მიდგომებს. მსოფლიო ჯანდაცვის აკრედიტაციის ოქროს სტანდარტის მფლობელი, JCI აკრედიტირებული მრავალპროფილური ჰოსპიტალი, უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, რეგიონის წამყვანი სამედიცინო ექსპერტებითა და პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების გუნდის მიერ მიწოდებულ, პაციენტზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და მაღალის ხარისხის მომსახურებას.
ვებ-გვერდის ლინკიBAU - ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკა
წამყვანი მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელმაც ფუნქციონირება 2016 წლიდან დაიწყო.
საავადმყოფო დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმებით, აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, გააჩნია ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ვებ-გვერდის ლინკიხოზრევანიზის კლინიკა, ბათუმი
მულტიპროფილური, ბავშვთა და მოზრდილთა ასაკის პაციენტებზე ორიენტირებული სამედიცინო ცენტრი. კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, კომფორტული პალატებითა და საოპერაციო ბლოკებით. კლინიკა მუშაობს ხარისხის კონტროლის თანამედროვე ინდიკატორების გათვალისწინებით.
დაარსდა 2015 წელს. თავდაპირველად, კლინიკის ძირითადი მიმართულება ოტორინოლარინგოლოგია იყო, აღნიშნული სპეციალიზაციით, პირველად საქართველოში, ჩვენს კლინიკაში დაინერგა თანამედროვე, ე.წ ცივი პლაზმის (კობლაცია) მეთოდით ოტორინოლარინგოლოგიური ოპერაციები.
ვებ-გვერდის ლინკისაგიტარიუსი - მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი, ბათუმი
საგიტარიუსი მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თვალის, ყელ-ყურ-ცხვირის და პლასტიკური ქირურგიის საავადმყოფოა, რომელიც უზრუნველყოფს პირველად სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას აღნიშნულ სპეციალობებში.
თანამედროვე ტექნოლოგია, უმტკივნეულო მკურნალობა, პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, რესურსების სწორად გამოყენება, მაღალკვალიფიციური კადრები – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც კლინიკა „საგიტარიუსი“-ს წარმატებულ მუშაობას 2005 წლიდან განსაზღვრავს.
საწყის ეტაპზე კლინიკა „საგიტარიუსი“-ს მთავარი მიმართულება ოფთალმოლოგია გახლდათ, 2010 წლიდან კი მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
ვებ-გვერდის ლინკიმედ-ცენტრი - მაღალ ტექნოლოგიური ჰოსპიტალი, ბათუმი
მედცენტრი წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას. ჰოსპიტალში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევები,რაც ძალზე მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში,ყოველივე ეს კი მოსახლეობას საშუალებას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება.