GEO ENG RU
  • GEO
  • ENG
  • RU

ექთნებისა და მეანი ექთნების გადამზადება დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის პილოტირების ფორმატში

02 ივლისი 2025

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის ფაქრგლებში, აჭარაში ა(ა) იპ ექთანთა გაერთიანება და ა(ა) იპ საქართველოს მეან - ექთანთა ასოციაცია ანხორციელებს ექთნებისა და მეანი - ექთნების გადამზადებას დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის პილოტირების ფორმატში (2024; 2027).

დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის მიზანია საქართველოში დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხისა და უწყვეტობის უზრუნველყოფა კერძოდ:

• ანტენატალური, მშობიარობის შემდგომი და ადრეული ბავშვობის პერიოდის მომსახურების გაფართოება და ხარისხის გაუმჯობესება;

• დედის, ახალშობილისა და ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ როგორც ქალის, ისე მისი ოჯახის წევრების ინფორმირებულობის ამაღლება;

• ორსულობის, მშობიარობის შემდგომი და ადრეული ბავშვობის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებსა და ორსულებს, დედებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება;

• დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული გამოვლენის, დაავადებათა პრევენციისა და მართვის ხელშეწყობა;

• უწყვეტი და ხარისხიანი მომსახურებების მიწოდება დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის სფეროში.

აჭარაში პროექტის პილოტირების ფარგლებში მინდინარეობს ჯანდაცვის პერსონალის (პილოტირებისთვის შერჩეული სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალი, ექიმები, ექთნები, მეანი ექთნები) გადამზადება.

  • MCH წიგნის დანერგვა/პილოტირება - წიგნის გამოყენების ტრენინგის შემდგომ ჯანადცვის პერსონალის/ექთნებისა და მეანი-ექთნების ფოკუსირებული სწავლება;
  • ექთნებისა და მეანი ექთნების როლების განმარტება საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობაში;
  • MCH წიგნის გამოყენების სწავლება / ექთნებისა და მეანი ექთნების პრაქტიკის სფეროს სტანდარტებთან შესაბამისობაში განხილვა (კომპეტენციები, მოვალეობები, ამოცანები);
  • MCH წიგნის გამოყენების სწავლება / ექთნებისა და მეანი ექთნების როლებისა და პასუხისმგებლობების გააზრება/გაზიარება.
მსგავსი სიახლეები