GEO ENG RU
  • GEO
  • ENG
  • RU

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და „ექთანთა გაერთიანების“ პარტნიორობა

06 სექტემბერი 2025

2024 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გადის ტრანსფორმაციულ რეფორმას საექთნო მიმართულებით. ეს კანონმდებლობა წარმოადგენს გადამწყვეტ ცვლილებას ქვეყნის ჯანდაცვაში, რადგან მიმართულია სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისკენ.

30 და 31 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, განხორციელდა ექთნებისა და მეანი ექთნების პრაქტიკის სფეროს სტანდარტების შემუშავება და “ექთანთა გაერთიანებამ” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად დააორგანიზა ვორქშოფი, რომელის ჩატარდა “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” ბაზაზე.

ვორქშოფის ფარგლებში განხორციელდა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტირების ფორმატში უკვე შემუშავებული ახალი მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტის ექთნებისა და მეანი ექთნების პრაქტიკის სფეროს სტანდარტების განხილვა.

უახლოეს მომავალში, მსგავსი ტიპის ვორქშოპები მარეგულირებელ ინსტიტუტებთან ერთად აქტიურ რეჟიმში იგეგმება დამსაქმებლების უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით.
 

მსგავსი სიახლეები