GEO ENG RU
  • GEO
  • ENG
  • RU

ექთანთა საერთაშორისო კვირეული - „ერთად მომავლის პროფესიონალებისთვის!“

19 მაისი 2025

ექთანთა საერთაშორისო კვირეული - „ერთად მომავლის პროფესიონალებისთვის!“

UNG: ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის კამპუსში ექთანთა საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს „ექთანთა გაერთიანების”, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტისა და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. 

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე; ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - მარი ზანაქიძე; კლინიკებისა და ჰოსპიტლების ხელმძღვანელი პირები და აჭარის რეგიონის ექთნები;

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ექთნებს მიულოცეს პროფესიული კვირეული, ისაუბრეს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში ექთნების როლზე, დარგის განვითარების მიმდინარე ინიციატივებსა და პერსპექტივებზე; 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ადგილობრივი საექთნო საზოგადოების ინტეგრაციის ტენდენციებსა და საერთაშორისო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს “ექთანთა გაერთიანებასა” და ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის, რაც საექთნო განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ასევე, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს “ექთანთა გაერთიანებასა” და შემდეგ კლინიკებს შორის:
•⁠  ⁠მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრი“;
•⁠  ⁠ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა;
•⁠  ⁠ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
•⁠  ⁠საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი

 

მსგავსი სიახლეები