GEO ENG RU
  • GEO
  • ENG
  • RU

“ექთანთა გაერთიანება” საერთაშორისო კონფერენციაზე: „სამედიცინო შეცდომების პრევენცია, მართვა და პროცესების გაუმჯობესება პაციენტისა და ექიმის უფლებები”

30 აპრილი 2025

26 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ბაზაზე, „ლინეა ჰელსქეარ გრუპისა“ და  „ჯანდაცვის ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია  თემაზე: „სამედიცინო შეცდომების პრევენცია, მართვა და პროცესების გაუმჯობესება პაციენტისა და ექიმის უფლებები”.

მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებს შორის იყო “ექთანთა გაერთიანების” დამფუძნებელი და დირექტორი - ია გელენიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე - “საექთნო პერსონალის როლი სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და მართვაში“.

აღსანიშნავია, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის იყო Joint Commission Internatonal-ის (JCI) რეგიონალური დირექტორი - მურატ ქუჩუკკაია.

კონფერენციის მიზანი გახლდათ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირება სამედიცინო შეცდომების პრევენციის, პაციენტისა თუ ექიმის უფლებების დაცვის და ჯანდაცვის სისტემაში თანასწორობის ხელშეწყობის საკითხებზე. 

მსგავსი სიახლეები