GEO ENG RU
  • GEO
  • ENG
  • RU

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში: რეგიონალური განვითარების სტრატეგია, რეგულაციები საექთნო და სამეანო საქმეში

28 აპრილი 2025

13 აპრილს, “ექთანთა გაერთიანებისა” და MedCenter-ის ორგანიზებით, ბათუმში, აჭარის რეგიონში მცხოვრები ლიდერი ექთნებისთვის  გაიმართა კიდევ ერთი საინფორმაციო  შეხვედრა.

შემეცნებითი შეხვედრას - „რეგიონალური განვითარების სტრატეგია რეგულაციები საექთნო და მეანი ექთნის საქმეში,  გამოწვევები კარიერული განვითარების მიმართულებით“, რომელიც MedCenter-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ - მიხეილ ართმელაძემ გახსნა, სესიური ფორმატის სახე ჰქონდა და “ტრენერთა ტრენინგის” (TOT) კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ინტერაქტიულ ღონისძიებას ესწრებოდა 60-მდე ადგილობრივი ლიდერი და მეანი ექთანი.

მსგავსი ტიპის აქტივობები „ექთანთა გაერთიანების“ ეგიდით მუდმივად ხორციელდება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მსგავსი სიახლეები