13 აპრილს, “ექთანთა გაერთიანებისა” და MedCenter-ის ორგანიზებით, ბათუმში, აჭარის რეგიონში მცხოვრები ლიდერი ექთნებისთვის გაიმართა კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა.
შემეცნებითი შეხვედრას - „რეგიონალური განვითარების სტრატეგია რეგულაციები საექთნო და მეანი ექთნის საქმეში, გამოწვევები კარიერული განვითარების მიმართულებით“, რომელიც MedCenter-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ - მიხეილ ართმელაძემ გახსნა, სესიური ფორმატის სახე ჰქონდა და “ტრენერთა ტრენინგის” (TOT) კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ინტერაქტიულ ღონისძიებას ესწრებოდა 60-მდე ადგილობრივი ლიდერი და მეანი ექთანი.
მსგავსი ტიპის აქტივობები „ექთანთა გაერთიანების“ ეგიდით მუდმივად ხორციელდება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.