„ექთანთა გაერთიანება“ აგრძელებს მოკლევადიანი პროგრამების ჩატარებას თბილისში!
12-13 და 14 აპრილს, „ექთანთა გაერთიანების” ეგიდით ჩატარდა დარგის ექსპერტების გადამზადების კიდევ ერთი პროგრამა - TOT.
ამჯერად, თბილისის რიგით მე-3 ჯგუფს “გაგუას კლინიკამ” უმასპინძლა. ტრენინგების ფარგლებში გადამზადდა 20 ადგილობრივი ლიდერი და მეანი ექთანი.
აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურების სექტორში დასაქმებულ პროფესიონალებს.
შეგახსენებთ, რომ „ექთანთა გაერთიანება“ მოკლევადიან პროგრამებს ახორციელებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ტრენინგებზე ონლაინ რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://www.nof.ge/ka/programs/shortterm