ექთანთა გაერთიანება ადმინისტრაციული საქმიანობას აფართოებს, საექთნო პროფესიის რეგიონალური განვითარების ფარგლებში ჩამოყალიბდა რეგიონალური სტრუქტურები: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და მცხეთა მთიანეთი.
ვამაყობთ რომ ქვეყანას ყავს ექთანი ლიდერები, რომელთა მთავარი მოწოდება პროფესიის განვითარების ხელშეწყობა და თითოეული ექთნის მხარდაჭერაა; ჩვენ ერთად შევძლებთ შევცვალოთ სისტემა უკეთესობისაკენ; ვითანამშრომლოთ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან სამედიცინო სერვისების ხარისხის უზრუნველყოფისა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის! თითოეულ რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორს ვუსურვებთ წარმატებებს და პროფესიულ აღიარებას! ჩვენ ერთად ვქმნით მომავლის ექთანს საქართველოში!
მეტი მაღალ კვალიფიციური ექთანი ლიდერი საექთნო პროფესიაში და სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში, სამედიცინო სექტორში უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სერვისების უზრუნველყოფის გარანტიაა!