ამბულატორიული სერვისების/პროცედურების ექთანი
სექცია: ოპერაციული დონე
დარგობრივი კომპეტენციები
• ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურების ზუსტი შესრულება
• ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (IPC) სიღრმისეული ცოდნა
• პაციენტის უსაფრთხოების პრიორიტეტიზაცია
• პაციენტის საექთნო კონსულტირება და განათლება.
• საექთნო დოკუმეტაციის წარმოება.
ძირითადი მოვალეობები
• კლინიკური პროცედურების ჩატარება დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად
• ინფექციური და უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა
• პაციენტის და პაციენტის ოჯახის წევრების განათლება
• საექთნო დოკუმენტაციის წარმოება.
ძირითადი ამოცანები
• პროცედურებისთვის პაციენტის და გარემოს მომზადება
• პროცედურის მიმდინარეობის და შემდგომი მდგომარეობის მონიტორინგი
• გართულებების ადრეული იდენტიფიკაცია და რეაგირება
• საექთნო დოკუმენტაციის წარმოება.
სავალდებულო მოთხოვნები
• უმაღლესი პროფესიული (მე-5) ან/და აკადემიური (მე-6) საექთნო განათლება (მე-5 აფეხურის უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია /ბაკალავრის ხარისხი);
• რეგისტრირებული ექთანი (სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა) მოქმედი საექთნო საკანონმდებლო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა;
• საზოგადოებაზე დაფუძნებული ზრუნვის პრაქტიკული გამოცდილება;
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საექთნო სფეროში
• დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
• ეროვნული და ICN ეთიკის კოდის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (IPC) საბაზისო და პრაქტიკული ცოდნა/გამოყენება;
• პროცედურული პროტოკოლების ცოდნა/გამოყენება.
სასურველი მოთხოვნები
• კლინიკურ გარემოში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
• სპეციალიზებული ტრენინგები (ინფუზია, ინტრავენური ვენური კათეტერიზაცია, ჭრილობების მოვლა და სხვ.)
CPD მოთხოვნა
• მინიმუმ 30 საათი წელიწადში (IPC, პროცედურული უსაფრთხოება, კომუნიკაცია, უსაფრთხოების კოდები)
შეფასება
• წლიური შეფასება + პრაქტიკული შეფასება
დაინტერესებულმა პირებმა პროფესიონალური რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@nof.ge
